,, მარიტას მხატვრული სახე"
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: თეა კელენჯერიძე
პირადი ნომერი: 01011065002
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური /კლასი: საბაზო საფეხური /კლასი მე-8
მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა:
29 (კლასში სსსმ მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის თემა: - მარიტას
მხატვრული სახე (გიორგი ლეონიძის მოთხრობა ,,მარიტას“ მიხედვით)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ პერსონაჟის დახასიათების ხერხების და მხატვრული საშუალებების გამოყენებით
გიორგი ლეონიძის მოთხრობა ,,მარიტას“ მთავარი პერსონაჟის, მარიტას, დახასიათებას. იმსჯელებენ
მარიტას მხატვრული სახის შესახებ.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
წარმოდგენილ გეგმაში გაკვეთილის თემა და მიზანი სრულად შეესაბამება თემატურ
კალენდარში სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს:
ქართ.
VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს
ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
·
ამოიცნობს ავტორისეულ მიზანს და მისი გათვალისწინებით მსჯელობს პერსონაჟთა დახასიათების
ხერხებზე;
ქართ.
VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა
და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.
·
ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობას
(მაგ. ჰიპერბოლას, სახე-სიმბოლოებს, ალეგორიას, მეტაფორას და სხვ.) და ხსნის მათს დანიშნულებას;
#
|
აქტივობის მიზანი და
აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ
შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წთ)
|
1
|
აქტივობის
მიზანი:
საორგანიზაციო საკითხების
მოგვარება. გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების
ფორმებისა და კრიტერიუმების გაცნობა.
აქტივობის
აღწერა: მორიგე მოსწავლე მასწავლებელს უსახელებს იმ
მოსწავლეთა გვარებს, რომლებიც არ ესწრებიან გაკვეთილს. მასწავლებელი მოსწავლეებს
აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს , შეფასების
ფორმებს , შეფასების რუბრიკას, რომელიც შემუშავებულია და შექმნილია მოსწავლეებთან
ერთად.
|
ვერბალური ახსნა ვიზუალური
თვალსაჩინოების გამოყენებით
|
საერთო საკლასო
|
სასწავლო
რესურსები: პროექტორი,ეკრანი,PPT ფორმატში წარმოდგენილი პრეზენტაცია გაკვეთილის თემის,მიზნის
და შეფასების რუბრიკების გასაცნობად.
|
3 წთ
|
2
|
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ, გაიხსენონ ,,ნატვრის ხის“ შექმნის ისტორია და პერსონაჟები.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები გაიხსენებენ, როდის და როგორ შეიქმნა გიორგი ლეონიძის წიგნი
,,ნატვრის ხე“. ისაუბრებენ ,,ნატვრის ხის“
შექმნის ისტორიასა და პერსონაჟებზე, რომლებიც
ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ.
|
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო
|
5წთ
|
|
3
|
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ ვიზუალური მასალის მიხედვით შესწავლილი ტექსტის გახსენებას
და პერსონაჟის ამოცნობას.
აქტივობის აღწერა:
პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ სლაიდს,
რომელზეც ჩანს არმაზის ბილინგვა, ყინწვისის ანგელოზი და ილუსტრაცია
მოთხრობისა ,,აბესალომ და ეთერი“.
მოსწავლები დაუკვირდებიან და ამოცნობენ, რით შეიძლება უკავშირდებოდეს ეს სამი სურათი
ერთმანეთს. გაიხსენებენ, სლაიდზე ნაჩვენები სურათები ,,ნატვრის ხის“ რომელ პერსონაჟს
უკავშირდება და რატომ?
|
დემონსტრირების მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
პროექტორი, სლაიდი -
აღნიშნული ვიზუალური მასალა მოსწავლეებს
დაეხმარება პერსონაჟის ამოცნობასა და მისი
მხატვრული სახის გააზრებაში.
|
3 წთ
|
4
|
აქტივობის მიზანი:
მოწავლეები შეძლებენ ამოიცნონ ავტორისეული მიზანი და მისი გათვალისწინებით იმსჯელონ პერსონაჟთა
დახასიათების ხერხებზე;
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები ასოციაციური რუკის გამოყენებით
შექმნიან მარიტას სიტყვიერ პორტრეტს. მასზე დაკვირვებით ამოიცნობენ მწერლის მიზანს
პერსონაჟის მხატვრული სახის შექმნისას - ,,მარიტა, როგორც სახე-სიმბოლო“. დაასახელებენ
პერსონაჟის დახასიათების სხვადასხვა ხერხს, რომლებსაც მწერალი იყენებს მარიტას სახის შესაქმნელად. მასწავლებელი უსმენს
მოსწავლეებს და საჭიროების შემთხვევაში აკეთებს კომენტარს.
|
კითხვა-პასუხი
ასოციაციური რუკის შედგენა
|
საერთო საკლასო
|
მარკერები
ფლიფჩარტი
|
5 წთ
|
5
|
აქტივობის მიზანი: ურთიერთთანამშრომლობით და აზრთა გაზიარებით მოსწავლეები
ჯგუფებში შეძლებენ პერსონაჟის დახასიათებას, (პერსონაჟის ხატვის სხვადასხვა ხერხის გათვალისწინებით),
მხატვრული ხერხების ამოცნობას, რომლებიც უკეთ
წარმოაჩენს პერსონაჟის მხატვრულ სახეს და არგუმენტირებული მსჯელობით აუდიტორიის წინაშე ჯგუფის მიერ შეჯერებული ინფორმაციის
გადმოცემას.
აქტივობის აღწერა:
შემთხვევითობის პრინციპით ჯგუფებს ვურიგებ ფურცლებს, რომლებზეც მითითებულია მათ მიერ
დასახელებული რომელი ხერხის მიხედვით უნდა დაახასიათონ პერსონაჟი. დაახასიათებენ
პერსონაჟს, მოიყვანენ შესაბამის არგუმენტებს
ტექსტიდან. მოიძიებენ მხატვრულ ხერხებს, რომლებიც უკავშირდება პერსონაჟის
მხატვრულ სახეს და მსჯელობენ, რისთვის გამოიყენა მწერალმა აღნიშნული ხერხი და რამდენად მიაღწია მიზანს.
ჯგუფის მიერ შერჩეული წევრი გააკეთებს პრეზენტაციას.
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური
|
სამუშაო ფურცლები, მარკერები
ჯგუფის მიერ მომზადებული
საპრეზენტაციო მასალა.
ქართული ენა და ლიტერატურა
მე-8 კლასი (ავტორები: ვ.როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, რ. ხუციშვილი)
აღნიშნული რესურსი დაეხმარებათ
ტექსტზე მუშაობაში, ინფორმაციის ამოკრეფასა და გაანალიზებაში.
|
16 წთ
|
6
|
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ავტორისა და რეჟისორის ჩანაფიქრს შორის ურთიერთკავშირის დანახვას, წაკითხულ ტექსტსა და ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით.
შეადარებენ ერთმანეთს თავიანთ წარმოსახვაში გაცოხცლებულ მარიტასა და თენგის აბულაძის პერსონაჟს, გააანალიზებენ და
გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვაჩვენებ ეპიზოდს თენგიზ აბულაძის ფილმიდან ,,ნატვრის ხე“.
ბავშვები დაუკვირდებიან და ახსნიან, მათ წარმოსახვაში არსებული მარიტა როგორ წარმოადგინა
რეჟისორმა, პერსონაჟის რომელ თვისებებზე გაამახვილა მან ყურადღება?ს რა განსხვავება
დაინახეს ფილმსა და ტექსტს შორის? რამდენად დაემთხვა მწერლის და რეჟისორის თვალსაზრისი
ერთმანეთს მარიტას მხატვრული სახის შექმნისას?
|
დემონსტრირების მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
ეპიზოდი თენგის აბულაძის
ფილმდან ,,ნატვრის ხე“
აღნიშული რესურსი მოსწავლეებს
დაეხმარება ვიზუალური და მოსმენილი ინფორმაციის საშუალებით, დაინახონ ურთიერთკავშირი ავტორისა და რეჟისორის
ჩანაფიქრს შორის, უკეთ აღიქვან პერსონაჟის მხატვრული სახე.
|
7 წთ
|
7.
|
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის დახარისხებას,
დალაგებას და თემის სახით ორგანიზებას.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს
ვაძლევ საშინაოს დავალებას, დაწერონ ,,მარიტას
მხატვრული სახე“
|
ინსტრუქტაჟი
|
საერთო საკლასო
|
კალამი, რვეული
|
3 წთ
|
8
|
აქტივობის
მიზანი:
შეფასება /თვითშეფასება
აქტივობის აღწერა: გაკვეთილის
განმავლობაში, მოსწავლეები პერიოდულად აფასებენ საკუთარ მუშაობას კომენტარებით
და თვითშეფასების ფურცლით. (თვითშეფასების ფურცლები ურიგდებათ გაკვეთილის დასაწყისში)
მოსწავლეები ფასდებიან როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებით. გაკვეთილის
განმავლობაში მასწავლებელი აკეთებს ჩანაწერებს. შეფასების რუბრიკა შემუშავებულია მოსწავლეებთან ერთად. მათი
მეტაკოგნიტური უნარების განვითარების მიზნით
მასწავლებელი უბრუნდება გაკვეთილის მიზანს. მოსწავლეები და მასწავლებელი ერთად
აჯამებენ გაკვეთილს.
|
დაკვირვება და ჩანიშვნა.
|
საერთო
საკლასო.
|
შეფასების რუბრიკები, ჩანაწერებისთვის პატარა დაფა.
|
3 წთს
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლე
გამოიყენებს პერსონაჟის დახასიათების ხერხებს, მხატვრულ საშუალებებს, ენობრივ მახასითებლებს
ავტორისეული მიზნისა და პერსონაჟის მხატვრული სახის ამოსაცნობად.
შეფასება
განმავითარებელი ანალიტიკური
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დამწყები
|
განვითარებადი
|
კვალიფიციური
|
ექსპერტი
|
|
პერსონაჟის დახასიათების ხერხების ცოდნა და გამოყენება
|
მოსწავლემ არ იცის პერსონაჟის დახასიათების ხერხები
და ვერ იყენებს მას პერსონაჟის დახასიათების დროს.
|
მოსწავლემ მეტ-ნაკლებად იცის პერსონაჟის დახასიათების
ხერხები, მაგრამ ვერ იყენებს მას პერსონაჟის
დახასიათების დროს.
|
მოსწავლემ იცის
პერსონაჟის დახასიათების ხერხები და უმეტესწილად იყენებს მას პერსონაჟის დახასიათების
დროს.
|
მოსწავლემ სრულყოფილად იცის პერსონაჟის დახასიათების ხერხები და ყოველთვის
იყენებს მას პერსონაჟის დახასიათების დროს.
|
|
პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრება
|
მოსწავლეს უჭირს პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრება.
|
მოსწავლე მეტ-ნაკლებად ახერხებს პერსონაჟის მხატვრული
სახის გააზრებას.
|
მოსწავლე უმეტესწილად იაზრებს პერსონაჟის მხატვრულ
სახეს.
|
მოსწავლე სრულყოფილად იაზრებს პერსონაჟის მხატვრულ
სახეს.
|
განმსაზღვრელი ჰოლისტური შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ქულა
|
1. მოსწავლე იყენებს პერსონაჟის დახასიათების ხერხებს
|
1 ქ
|
2.
მოსწავლე იყენებს მხატვრულ საშუალებებს პერსონაჟის დასახასიათებლად
|
1 ქ
|
3
.მოსწავლე ამოიცნობს ავტორისეულ მიზანს
|
1 ქ
|
4.მოსწავლე მსჯელობს მარიტას მხატვრული სახის
შესახებ
|
1 ქ
|
5.მოსწავლემ დაინახა ავტორისა და რეჟისორის თვალსაზრისს შორის ურთიერთკავშირი,
შეადარა და წარმოადგინა
|
1 ქ
|
6.
მოსწავლე არგუმენტირებულად მსჯელობს
აუდიტორიის წინ
|
1 ქ
|
7.
მოსწავლე აანალიზებს და აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას, პირად დამოკიდებულებას გაკვეთილის თემის
მიმართ.
|
1 ქ
|
8. მოსწავლე პატივს სცემს თანატოლთა მოსაზრებებს.
|
1 ქ
|
9.
მოსწავლე ურთიერთთანამშრომლობს კლასელებთან
და ჯგუფის წევრებთან.
|
1 ქ
|
10.
მოსწავლე იცავს დროის ლიმიტს.
|
1 ქ
|
მოსწავლის
თვითშეფასების კითხვარი
(მოცემულ კითხვარს მოსწავლეები ავსებენ
გაკვეთილის მიმდინარეობის დროს თითოეული აქტივობის შესაბამისად)
შევძელი თუ ვერა?
|
ვერ შევძელი
|
ნაწილობრივ შევძელი
|
შევძელი
|
მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა
|
|||
სლაიდზე მოცემული სურათების მიხედვით პერსონაჟის ამოცნობა
|
|||
მსჯელობა პერსონაჟის მხატვრული სახის შესახებ
|
|||
ჯგუფურ მუშაობაში საკუთარი აზრის გამოხატვა
|
|||
ვიზუალური მასალა დამეხმარა თუ არა საკითხის უკეთ გააზრებაში?
|
|||
კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი
დარჩა ჩემთვის გაკვეთილზე
|
მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ,,ეშმაკის ქვა“ (I ეპიზოდი)
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: თეა კელენჯერიძე
პირადი ნომერი: 01011065002
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური /კლასი:საბაზო საფეხური /კლასი მე-8
მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა;
29 (კლასში სსსმ მოსწავლე
არ არის)
გაკვეთილის თემა: - მიხეილ ჯავახიშვილის
მოთხრობა ,,ეშმაკის ქვა“ (I ეპიზოდი)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ კითხვის სტრატეგიების გამოყენებით უცნობი
ტექსტის შინაარსის გააზრებას, მნიშვნელოვან ასპექტებზე ყურადღების გაამახვილებას,
გაანალიზებას და მათზე დაყრდნობით მიზეზ-შედეგობრივი
კავშირების ახსნას.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან;
წარმოდგენილ გეგმაში გაკვეთილის თემა და მიზანი სრულად
შეესაბამება თემატურ კალენდარში სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს და ეროვნული სასწავლო
გეგმის მოთხოვნებს:
ქართ.
VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის
შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
·
ხელახლა უბრუნდება გაუგებარ ადგილებს;
·
მონიშნავს ტექსტში ინტერპრეტაციისთვის მნიშვნელოვან ადგილებს;
·
იყენებს მარკირების საკუთარ სისტემას (მაგალითად, ტექსტის არშიაზე პირობით ნიშნებს, მარკერს);
ქართ.
VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს
და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ
თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
·
დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და
მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
#
|
აქტივობის მიზანი და
აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წთ)
|
1
|
აქტივობის
მიზანი:
საორგანიზაციო საკითხების
მოგვარება.გაკვეთილის თემის, მიზნის,შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების გაცნობა.
აქტივობის აღწერა: მორიგე მოსწავლე მასწავლებელს უსახელებს იმ
მოსწავლეთა გვარებს, რომლებიც არ ესწრებიან გაკვეთილს. მასწავლებელი მოსწავლეებს
აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს, შეფასების
ფორმებს, შეფასების რუბრიკას, რომელიც შემუშავებულია და შექმნილია მოსწავლეებთან
ერთად.
|
ვერბალური ახსნა ვიზუალური
თვალსაჩინოების გამოყენებით
|
საერთო საკლასო
|
სასწავლო
რესურსები: პროექტორი,ეკრანი,PPT ფორმატში
წარმოდგენილი პრეზენტაცია გაკვეთილის თემის,მიზნის და შეფასების რუბრიკების გასაცნობად.
|
3 წთ
|
2
|
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ წაკითხული ინფორმაციის გააზრებას
და იმსჯელებენ, როგორ იქმნება ნაწარმოები. რა საშუალებებით ახდენს გავლენას ავტორი კონკრეტულ აუდიტორიაზე და როგორ ქმნის
განწყობას;
მოსწავლეები ვიდეორგოლის საშუალებით მოისმენენ მწერლის
ცხოვრებისა და შემოქმედების მოკლე მიმოხილვას ინტერესის გაღვიძების მიზნით.
აქტივობის აღწერა: გაკვეთილს ვიწყებ მაპროვოცირებელი კითხვით ,,უეჭველია, ყველა თქვენგანს თუ არა, ზოგიერთს
მაინც დაგიწერიათ ლექსი, მოთხრობა, ანუ გაქვთ მხატვრული ნაწარმოების შექმნის გარკვეული
გამოცდილება. შეგიძლიათ გვიამბოთ ამის შესახებ? როგორ დაიბადა იდეა? სინამდვილე იყო თუ ფანტაზია?
მოსწავლეთა მოსაზრებების და შთაბეჭდილების გაცნობის
შემდეგ მათ ვურიგებ ჯგუფებში ამონარიდებს მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერებიდან ,,როგორ ვმუშაობ?“, რათა ბავშვები გაეცნონ მწერლის ნაამბობს და ისაუბრონ წერის პროცესის ეტაპებზე, იმსჯელონ აღნიშნულ საკითხზე და დაუკავშირონ თავიანთ გამოცდილებას. ვიდეორგოლის, საშუალებით ვაწვდი მცირე ინფორმაციას მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ვაცნობ მწერლის ჩანაწერებიდან იმ ამონარიდს, სადაც
ჯავახიშვილი უშუალოდ საუბრობს, როგორ დაიბადა იდეა, დაეწერა მოთხრობა ,,ეშმაკის ქვა“. მოსწავლეები გამოთქვამენ
მოსაზრებებს, როგორ ესმით სათაური ,,ეშმაკის ქვა“? მწერლის ჩანაწერი და მოთხრობის
სათაური ხომ არ მიანიშნებთ მათ ნაწარმოების შინაარსზე?
|
კითხვა-პასუხი
დემონსტრირების მეთოდი
|
ჯგუფური
|
მიხეილ ჯავახიშვილის
ჩანაწერები.
აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს
დაეხმარება გაეცნონ წერის პროცესის ეტაპებს და შემდეგ გამოიყენონ როგორც ნაწარმოების
განხილვის დროს, ასევე პრაქტიკაში.
ვიდეორგოლი -
აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს
მიაწვდის ინფორმაციას მ. ჯავახიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ
და გაუღვიძებს ინტერესს უფრო უკეთ გაეცნონ მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
|
14 წთ
|
3
|
აქტივობის მიზანი:
მარკირების საკუთარი სისტემის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის მნიშვნელოვან
ასპექტებზე ყურადღების გამახვილებას, ტექსტის შინაარსის დეტალურად განხილვას, მათზე დაყრდნობით მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ახსნას, წაკითხული და გააზრებული ინფორმაციის თანაკლასელებისთვის
გაცნობას/გაზიარებას.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ მოთხრობა
,,ეშმაკის ქვის“ შესავალს, რომელიც სრულდება სიტყვებით ,,ერთმა მოხუცმა გვიამბო:
.... ‘’ მოხუცის ნაამბობის პირველ და მეორე ეპიზოდს ვაძლევ ჯგუფებს შემთხვევითობის
პრინციპით. ორ-ორ ჯგუფს აქვს ერთი და იგივე
ეპიზოდი. აქედან ერთი ჯგუფი გააკეთებს წაკითხული ეპიზოდის პრეზენტაციას, მეორე ჯგუფი
კი ადგენს კითხვარს, უსმენს, ინიშნავს საკითხებს, რომელზეც პრეზენტატორმა არ გაამახვილა
ყურადღება, პრეზენტაციის დასასრულს უსვამს კითხვებს, რომელზეც პასუხობს, როგორც პრეზენტატორი,
ასევე მისი ჯგუფის წევრი, რათა საკითხი ამოიწუროს.
|
დაკვირვება
მარკირების მეთოდი
|
ჯგუფური
|
პროექტორი, ფლიფჩარტი,
მარკერი.
ქართული ენა და ლიტერატურა
მე-8 კლასი (ავტორები: ვ.როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, რ. ხუციშვილი)
აღნიშნული რესურსი დაეხმარებათ
ტექსტზე მუშაობაში, ინფორმაციის ამოკრეფასა
და გაანალიზებაში.
|
16 წთ
|
4
|
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ მსჯელობას
სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად განავითარებენ თავიანთ მოსაზრებას, ახსნიან მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
დაუკავშირებენ წაკითხულ ეპიზოდებს ერთმანეთს. ამის შემდეგ
ვასმენინებ მომდევნო ეპიზოდის დასაწყისს (მოსმენილი ეპიზოდი წყდება იმ ადგილზე, როცა ავადმყოფი სოფიო გადაწყვეტს
დათას დედასთან ერთად წავიდეს და დაეხმაროს შვილის გადარჩენაში). ვაძლევ დავალებას : მოსწავლებმა უნდა გამოთქვან ვარაუდები, რას ფიქრობენ?
როგორ გაგრძელდება ნაწარმოები? რას შეძლებს სოფიო? რატომ?
|
დემონსტრირების მეთოდი
დაკვირვება
|
საერთო საკლასო
|
პროექტორი, ხმოვანი ტექსტი. მოსწავლეებს აღნიშნული რესურსის დახმარებით ვაცნობ მომდევნო ეპიზოდს.
|
6 წთ
|
5
|
აქტივობის
მიზანი: საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეებმა განხილული
ეპიზოდიდან მოიფიქრონ 3 კითხვა, რომლებსაც დაუსვამენ მეგობარს.
მოიძიონ ინფორმაცია მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ და გააკეთონ პრეზენტაცია მათთვის სასურველი ფორმით.
|
ინსტრუქტაჟი
|
საერთო საკლასო
|
რვეული, საწერი კალამი
|
3 წთ
|
6
|
აქტივობის
მიზანი
შეფასება /თვითშეფასება
აქტივობის
აღწერა. გაკვეთილის განმავლობაში,მოსწავლეები პერიოდულად აფასებენ
საკუთარ მუშაობას კომენტარებით და თვითშეფასების ფურცლით. (თვითშეფასების ფურცლები
ურიგდებათ გაკვეთილის დასაწყისში) მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი შეფასებით.
გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი აკეთებს ჩანაწერებს. შეფასების რუბრიკა შემუშავებულია მოსწავლეებთან ერთად. მათი
მეტაკოგნიტური უნარების განვითარების მიზნით
მასწავლებელი უბრუნდება გაკვეთილის მიზანს.მოსწავლეები და მასწავლებელი ერთად
აჯამებენ გაკვეთილს.
|
დაკვირვება და ჩანიშვნა.
|
საერთო
საკლასო.
|
შეფასების რუბრიკები, ჩანაწერებისთვის პატარა დაფა
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ უცნობი
ტექსტის შინაარსის გააზრებას, მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზებას, ყურადღებას
გაამახვილებენ დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნიან მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. შესწავლილი ტექსტის
საფუძველზე თავად მოიფიქრებენ სხვადასხვა დონის სააზროვნო კითხვებს.
შეფასება
განმავითარებელი ანალიტიკური
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დამწყები
|
განვითარებადი
|
კვალიფიციური
|
ექსპერტი
|
კითხვის სტრატეგიების გამოყენებით უცნობი
ტექსტის შინაარსის გააზრება, მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება
|
მოსწავლეს უჭირს კითხვის სტრატეგიების გამოყენება,
ტექსტის გააზრება.
|
მოსწავლე იშვიათად იყენებს კითხვის სტრატეგიებს, მეტ-ნაკლებად
იაზრებს ტექსტს, მაგრამ ვერ აანალიზებს მნიშვნელოვან ასპექტებს.
|
მოსწავლე უმეტესწილად იყენებს
კითხვის სტრატეგიებს, იაზრებს ტექსტს, უჭირს მნიშვნელოვენი ასპექტების გაანალიზება.
|
მოსწავლე სრულყოფილად იყენებს კითხვის სტრატეგიებს,
იაზრებს ტექსტს და აანალიზებს მნიშვნელოვან ასპექტებს.
|
დეტალებზე დაკვირვებით მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ახსნა
|
მოსწავლეს უჭირს დეტალებზე დაკვირვება, შესაბამისად,
ვერ ხსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.
|
მოსწავლე იშვიათად ახერხებს დეტალებზე დაკვირვებას,
უჭირს მიზეზ- შედეგობრივი კავშირების ახსნა.
|
მოსწავლე უმეტესწილად ახერხებს დეტალებზე დაკვირვებას
და მიზეზ- შედეგობრივი კავშირების ახსნას.
|
მოსწავლე სრულყოფილად ახერხებს დეტალებზე დაკვირვებას და მიზეზ- შედეგობრივი კავშირების
ახსნას.
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
მოსწავლე ვერ გადმოსცემს საკუთარ აზრს დასაბუთებულად.
|
მოსწავლე იშვიათად გადმოსცემს საკუთარ აზრს დასაბუთებულად.
|
მოსწავლე
უმეტესწილად გადმოსცემს საკუთარ აზრს დასაბუთებულად.
|
მოსწავლე სრულყოფილად გადმოსცემს დასაბუთებულად საკუთარ აზრს.
|
მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი
(მოცემულ კითხვარს მოსწავლეები ავსებენ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს
თითოეული აქტივობის შესაბამისად)
შევძელი თუ ვერა?
|
ვერ შევძელი
|
ნაწილობრივ შევძელი
|
შევძელი
|
მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა
|
|||
გავიგე თუ არა ახალი ტექსტი
|
|||
ჯგუფურ მუშაობაში საკუთარი აზრის გამოხატვა
|
|||
მოსმენილი და წაკითხული მასალის ურთიერთკავშირი?
|
|||
კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა ჩემთვის გაკვეთილზე
|
ბრბოს ფსიქოლოგია - მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ,,ეშმაკის ქვის“ მიხედვით
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: თეა კელენჯერიძე
პირადი ნომერი: 01011065002
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური /კლასი: საბაზო საფეხური /კლასი მე-8
მოსწავლეთა (მათ შორის სსსმ მოსწავლეთა) რაოდენობა;
29(კლასში სსსმ მოსწავლე
არ არის)
გაკვეთილის თემა: - ბრბოს ფსიქოლოგია
- მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ,,ეშმაკის ქვის“ მიხედვით
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მხატვრული ტექსტის გააზრებას,
გააანალიზებას, ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობას, საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმას ბრბოს ფსიქოლოგიაზე. შეადარებენ სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებს, რომლებიც
შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას, შეაფასებენ და იმსჯელებენ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
გაკვეთილის
თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
წარმოდგენილ გეგმაში გაკვეთილის თემა და მიზანი სრულად
შეესაბამება თემატურ კალენდარში სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს და ეროვნული სასწავლო
გეგმის მოთხოვნებს
ქართ.
VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ
საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ.
VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს,
გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
#
|
აქტივობის მიზანი და
აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წთ)
|
|
1
|
აქტივობის
მიზანი:
საორგანიზაციო საკითხების
მოგვარება. გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების გაცნობა.
აქტივობის
აღწერა: მორიგე მოსწავლე მასწავლებელს უსახელებს იმ
მოსწავლეთა გვარებს, რომლებიც არ ესწრებიან გაკვეთილს. მასწავლებელი მოსწავლეებს
აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს, შეფასების
ფორმებს, შეფასების რუბრიკას, რომელიც შემუშავებულია და შექმნილია მოსწავლეებთან
ერთად.
|
ვერბალურიახსნა ვიზუალური
თვალსაჩინოების გამოყენებით
|
საერთო საკლასო
|
სასწავლო
რესურსები: პროექტორი,ეკრანი,PPT ფორმატში წარმოდგენილი პრეზენტაცია გაკვეთილის თემის,მიზნის
და შეფასების რუბრიკების გასაცნობად.
|
3 წთ
|
|
2
|
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ საშიანო დავალებად მიცემული
ეპიზოდის განხილვას, ისაუბრებენ თავიანთ
შთაბეჭდილებებზე, წაკითხულთან დაკავშირებით.
განხილული ტექსტისა და სლაიდზე ნაჩვენები ინფორმაციის დაკავშირებით
(ურთიერთკავშირით) იმსჯელებენ, როგორ მიაღწია მწერალმა მიზანს.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები გაკვეთილის დაწყებამდე ,,შთაბეჭდილების
სივრცეში“ მიაკრავენ წებოვან ფურცლებს, სადაც ერთი წინადადებით აქვთ გადმოცემული, რა განცდა დაეუფლათ ნაწარმოების ბოლო ეპიზოდის წაკითხვის დროს? სლაიდის საშუალებით გაიხსენებენ ამონარიდს ,,მწერლის ჩანაწერებიდან“, რამდენად დიდ მნიშვნელობას
ანიჭებს იგი მოთხრობის დასაწყისსა და დასასრულს, უკავშირებენ განხილულ ტექსტს.
მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით ხსნის რამდენიმე
წებოვან ფურცელს, კითხულობს მოსაზრებას. მოსწავლეები საუბრობენ თავიანთ შთაბეჭდილებებზე,
მსჯელობენ არგუმენტირებულად, შესაბამისად, აანალიზებენ ტექსტის ბოლო ეპიზოდს, რომელიც
დამოუკიდებლად წაიკითხეს სახლში, უკავშირებენ მოთხრობის დასაწყისს. ხსნიან როგორ მიაღწია მწერალმა მიზანს, რათა ეჩვენებინა
ბრბოს ძლიერი ზეგავლენა ინდივიდზე.
|
საშინაო დავალების გამოკითხვა,
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
სლაიდის საშუალებით ვაჩენებ
ამონარიდს მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერებიდან. აღნიშნული ვიზუალური მასალა მოსწავლეებს დაეხმარება, გაიხსენონ, რას ამბობს
მწერალი წერის პროცესთან დაკავშირებით, დაუკავშირონ სახლში წაკითხულ ტექსტს, გააანალიზონ
და ამოიცნონ მწერლის მიზანი.
|
9 წთ
|
|
3
|
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ, განხილულ ტექსტსა და ვიზუალურ
მასალაზე დაკვირვებით გამოთქვან საკუთარი მოსაზრება მწერლის ჩანაფიქრთან დაკავშირებით.
აქტივობის აღწერა: ვაჩვენებ
ეპიზოდს ფილმიდან ,,იოანეს სახარება“. ბავშვები
გაიხსენებენ გუსტავ ლე ბონის ,,ბრბოს ფსიქოლოგიას“ , დაუკავშირებენ ,,იოანეს სახარების“
მოცემულ ეპიზოდს. მათზე დაყრდნობით ახსნიან
მოთხრობის სათაურს. გამოთქვამენ მოსაზრებას, აღნიშნული სახარებისეული ეპიზოდიც ხომ
არ იყო მიხეილ ჯავახიშვილის შთაგონების წყარო, როცა ის ,,ეშმაკის ქვას“ წერდა?
|
დემონსტრირების მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
პროექტორით ვაჩვენებ
ეპიზოდს ფილმიდან ,,იოანეს სახარება“.
აღნიშული რესურსი მოსწავლეებს
დაეხმარება ვიზუალური მასალისა და წაკითხული ტექსტის საშუალებით
უკეთ გააანალიზონ მწერლის სათქმელი .
|
10 წთ
|
|
4
|
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ, იმსჯელონ და გამოთქვან საკუთარი
თვალსაზრისი ბრბოს ფსიქოლოგიაზე და იპოვონ მსგავსება და განსხვავება სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში,
რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
გაიხსენებენ გიორგი ლეონიძის მოთხრობა ,,მარიტას“, დაუკავშირებენ ,,ეშმაკის ქვას“,
იმსჯელებენ ბრბოს ფსიქოლოგიაზე, იპოვიან
მსგავსებასა და განსხვავებას მოცემულ ტექსტებში, გააანალიზებენ პრობლემას, რომელსაც ორივე ავტორი შეეხო.
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
5 წთ
|
||
5
|
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ წარმოადგინონ პრობლემის გადაჭრის გზა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
მუშაობენ ჯგუფებში, ეძებენ გაკვეთილზე განხილული პრობლემის გადაჭრის გზას/გზებს. შეუძლიათ მოსაზრება წარმოადგინონ მათთვის სასურველი
ფორმით, ნახატი, მოწოდება, ლექსი, ესე. (მისაღებია ყველა აზრი) აკეთებენ ნაშრომის
პრეზენტაციას.
|
ურთიერთთანამშრომლობითი
(სეგმენტური)
|
ჯგუფური
|
ფლიფჩარტი, მარკერი,
კომპიუტერი (კომპიუტერი შეუძლიათ გამოიყენონ საჭიროების შემთხვევაში, თუ ჯგუფი გადაწყვეტს,
რომ სურს საპრეზენტაციო მასალა კომპიუტერში მოამზადოს და პროექტორით აჩვენოს), მოსწავლეების
მიერ მომზადებული საპრეზენტაზიო მასალა.
|
12
|
|
6
|
აქტივობის
მიზანი: საშინაო დავალება. მოსწავლე შეძლებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შეჯამებას,
წერილობით
გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს, იმსჯელებს კონკრეტულ საკითხზე არგუმენტირებულად.
საშინაო დავალება: მოსწავლეები
დაასრულებენ თემას ,,ბრბოს ფსიქოლოგია გიორგი ლეონიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებების
მიხედვით“. ამ თემაზე მუშაობა დაწყებული
აქვთ 2 დღის წინ. თემებს გადმომიგზავნიან სოციალურ ქსელში, ან მეილზე, განვიხილავთ და მიიღებენ უკუკავშირს ინდივიდუალურად.
|
ინსტრსუქტაჟი
|
საერთო საკლასო
|
რვეული, საწერი კალამი
|
3 წთ
|
|
7
|
აქტივობის
მიზანი
შეფასება /თვითშეფასება
აქტივობის
აღწერა: გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები პერიოდულად
აფასებენ საკუთარ მუშაობას კომენტარებით და თვითშეფასების
ფურცლით. (თვითშეფასების ფურცლები ურიგდებათ გაკვეთილის დასაწყისში) მოსწავლეები
ფასდებიან როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებით. გაკვეთილის განმავლობაში
მასწავლებელი აკეთებს ჩანაწერებს. შეფასების
რუბრიკა შემუშავებულია მოსწავლეებთან ერთად. მათი მეტაკოგნიტური უნარების
განვითარების მიზნით მასწავლებელი უბრუნდება
გაკვეთილის მიზანს. მოსწავლეები და მასწავლებელი ერთად აჯამებენ გაკვეთილს.
|
დაკვირვება და ჩანიშვნა
|
საერთო
საკლასო.
|
შეფასების რუბრიკები, ჩანაწერებისთვის პატარა დაფა
|
3 წთ
|
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ ნაწარმოების ანალიზს, იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხზე
სათანადო არგუმენტების მოხმობით, განივითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარს.
შეფასება
საშინაო
დავალების განმავითარებელი ჰოლისტური შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დამწყები
|
განვითარებადი
|
კვალიფიციური
|
ექსპერტი
|
სახლში წაკითხული ეპიზოდის გააზრება და საკუთარი შთაბეჭდილების
გადმოცემა
|
მოსწავლეს არ აქვს წაკითხული ეპიზოდი და ვერ გადმოსცემს საკუთარ აზრს
|
მოსწავლეს უჭირს წაკითხული ეპიზოდის შესახებ საუბარი
და ვერ გადმოსცემს საკუთარ აზრს დასაბუთებულად
|
მოსწავლე
წაკითხული და გააზრებული აქვს ეპიზოდი, უმეტესწილად გადმოსცემს საკუთარ აზრს
დასაბუთებულად
|
მოსწავლეს კარგად აქვს გააზრებული სახლში წაკითხული
ეპიზოდი და ლოგიკური მსჯელობით, დასაბუთებულად გადმოსცემს საკუთარ აზრს
|
განსაზღვრელი ანალიტიკური
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-10
|
ტექსტის გააზრება, გაანალიზება და მთავარი სათქმელის ამოცნობა
|
მოსწავლე
ვერ აანალიზებს ტექსტს, ვერ ამოიცნობს მთავარ სათქმელს
|
მოსწავლე
მეტ-ნაკლებად იაზრებს ტექსტს, მაგრამ უჭირს მთავარი სათქმელის ამოცნობა
|
მოსწავლე უმეტესწილად
აანალიზებს ტექსტს და ახერხებს მთავარი საკითხის ამოცნობას
|
მოსწავლე
სრულყოფილად აანალიზებს ტექსტს და ამიცნობს მთავარ სათქმელს
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად
წარმოდგენა
|
მოსწავლე ვერ გადმოსცემს
საკუთარ აზრს დასაბუთებულად
|
მოსწავლეს იშვიათად
გადმოსცემს საკუთარ აზრს დასაბუთებულად
|
მოსწავლე უმეტესწილად გადმოსცემს საკუთარ აზრს დასაბუთებულად
|
მოსწავლე სრულყოფილად
გადმოსცემს დასაბუთებულად საკუთარ აზრს.
|
მოსწავლე
აანალიზებს ფაქტებსა და მოვლენებს და ავლებს ლიტერატუტულ პარალელს |
მოსწავლე
ვერ ახერხებს ფაქტების გაანალიზებასა და ვერ ავლებს ლიტერატურულ პარალელს |
მოსწავლეს
უჭირს მოვლენების ა და ფაქტების გაანალიზება და ლიტერატურული პარალელის გავლება. |
მოსწავლე
აანალიზებს ფაქტებსა და მოვლენებს და ავლებს ლიტერატურულ პარალელს |
მოსწავლე
საფუძვლიანად აანალიზებს მოვლენებს და ავლებს ლიტერატურულ პარალელს |
მოსწავლე
მსჯელობს დასმული პრობლემის შესახებ, განიხილავს სხვადასხვა პოზიციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები |
მოსწავლე ვერ
მსჯელობს ტექსტში დასმული პრობლემების შესახებ |
მოსწავლე
გაუმართავად მსჯელობს პრობლემების შესახებ, უჭირს ლოგიკური დასკვნების გამოტანა |
მოსწავლე
გამართულად მსჯელობს და გარკვეულწილად მიმოიხილავს პოზიციებს. ზოგჯერ გამოაქვს ადეკვატური დასკვნები |
მოსწავლე
ლოგიკურად მსჯელობს პრობლემების შესახებ, განიხილავს პოზიციებს და გამოაქვს ადეკვატური დასკვნები |
მოსწავლის თვითშეფასების
კითხვარი
(მოცემულ კითხვარს
მოსწავლეები ავსებენ გაკვეთილის
მიმდინარეობის დროს თითოეული აქტივობის შესაბამისად)
შევძელი
თუ ვერა?
|
ვერ
შევძელი
|
ნაწილობრივ
შევძელი
|
შევძელი
|
სახლში წაკითხული ეპიზოდის შესახებ ჩემი აზრის გამოთქმა
კლასში?
|
|||
მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა
|
|||
ვიზუალური მასალა დამეხმარა თუ არა საკითხის უკეთ
გააზრებაში?
|
|||
ჯგუფურ მუშაობაში საკუთარი აზრის გამოხატვა
|
|||
პრობლემის დანახვა და მისი გადაჭრის გზების ძიება
|
|||
კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა ჩემთვის გაკვეთილზე
|
No comments:
Post a Comment