სასწავლო პროექტები


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
თეა კელენჯერიძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თბილისი/ძველი თბილისი
სკოლა
სსიპ  გრიგოლ კობახიძის სახელობის  ქალაქ თბილისის №77 საჯარო სკოლ
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
პროექტის სრული დასახელება -  ,,ჭაბუკები დარჩნენ მარად“
პროექტის შინაარსი
მოკლედ აღწერეთ (3-5 წინადადებით) პროექტის თემატური საკითხები და ძირითადი აქტივობები  -  
მარად სიჭაბუკეში დარჩენილი პოეტების, ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის, ხსოვნისადმი  მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია. ძირითადი აქტივობები: ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა, სცენარის დაწერა, როლების განაწილება, მეტყველების კულტურის დახვეწა, სლაიდის დამზადება, დეკორაციის მოწყობა, მოსაწვევების დამზადება სტუმრებისთვის, ლიტერატურული კომპოზიციის გამართვა.
საგანი/საგნები
საგანი/საგნები რომლის ფარგლებშიც გეგმავთ პროექტს -  ქართული ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი
სწავლების საფეხური, კლასი - საშუალო საფეხური, X  კლასი
პროექტის განხორციელების დრო
3 კვირა პროექტზე სამუშაოდ, დამატებით 1 კვირა საბოლოო პროდუქტის მოსამზადებლად, სულ - 4 კვირა.  
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას, ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
·         ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე, გადის რეპეტიციას;
ქართ. X. 10.  მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობით კითხვა, შესწავლით კითხვა, კითხვა ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის; 
·         იყენებს მარკირების სხვადასხვა ხერხს (მინიშნებებს ტექსტის არშიაზე, საკვანძო სიტყვების ან საინტერესო ადგილების ხაზგასმას, სხვადასხვა ფერის მარკერს და სხვ.);
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.                     
·         ირჩევს მიზნისა და აუდიტორიის შესაფერის სტილს (მაგ., თუ ნაწერი მისი თანატოლების ან მასზე უმცროსებისთვისაა განკუთვნილი, ირჩევს სასაუბრო ტონს და მის შესატყვის ლექსიკას; საკონფერენციო თემისათვის - აკადემიურ სტილს და სხვ.);
·         შეარჩევს და იყენებს წყაროებს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
·         წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს ნაწარმოებებიდან, მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.);


პროექტის სასწავლო მიზნები
პროექტის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, საკუთარი ქვეყნის კულტურისადმი პატივისცემა, ლიტერატურის კვლევა-ძიების, ანალიზის, ინფორმაციის დახარისხების, პრეზენტაციისა  და ურთიერთთანამშრომლობის უნარის განვითარება.  პროექტის დასასრულს  მოსწავლეები შეძლებენ: იმსჯელონ სიჭაბუკეში ჭაბუკებად დარჩენილი პოეტების მირზა გელოვანისა და ლადო ასათიანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ  როლური თამაშით, გამოიყენონ ზეპირი და წერითი  კომუნიკაციის სტრატეგიები,  წარმოადგინონ ეპიზოდები მათი ცხოვრებიდან, თვალსაჩინოებად გამოიყენონ მულტიმედია, ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციები დეკორაციის შესაქმნელად.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა როლს ასრულებს ლიტერატურა/პოეზია ადამიანის ცხოვრებაში და რამდენად აისახება ეპოქა ლიტერატურულ ნაწარმოებში?
თემატური კითხვები
რა ვიცით ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ?
შინაარსობრივი კითხვები
რა თემები იკვეთეა ლადოს და მირზას შემოქმედებაში.
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
გონებრივი იერიში
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე

კლასტერული რუკები
K-W-L ცხრილი
პროექტის მსვლელობისას
დღიური
ჯგუფებზე დაკვირვება


მოსწავლეთა ჩანაწერების ფორმა
ჯგუფებზე დაკვირვების ფორმა
პროექტის დასრულების შემდეგ
თვითშეფასება
პრეზენტაცია
უკუკავშირი

მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა
ზეპირი პრეზენტაციის განმსაზღვრელი  შეფასების  რუბრიკა;
ჯგუფების მუშაობის განმავითარებელი   შეფასების რუბრიკა
შეფასების მოკლე მონახაზი
      კლასტერული რუკებს, K-W-L ცხრილს გამოვიყენებ პროექტის დაწყებამდე მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესაფასებლად, მათი საჭიროებების დასადგენად, იდეების გენერირების მიზნით.
  მოსწავლეთა ჩანაწერების ფორმას, ჯგუფებზე დაკვირვების ფორმას  გამოვიყენებ პროექტზე  მუშაობის დროს  მოსწავლეთა მუშაობის შესაფასებად და პროგრესის მონიტორინგის დასადგენად.
   პროექტის დასასრულს  კი გამოვიყენებ ზეპირი პრეზენტაციის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკას და ჯგუფური  მუშაობის განმავითარებელი   შეფასების  რუბრიკას, ასევე მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკას.

სხვა საკითხები
წინარე  ცოდნა
ბავშვებს აქვთ ზოგადი ინფორმაცია ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. თავისუფლად იყენებენ ბეჭდურ და ინტერნეტ რესურსებს, ახარისხებენ ინფორმაციას.
კითხულობენ  სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, ყურადღებას ამხვილებენ არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
აუდიტოიის გათვალისწინებით ქმნიან როლურ ტექსტს, იყენებენ მეტყველებისთვის დამახასიათებელ არავერბალურ ელემენტებს (მიმიკას, სხეულის ენას, ინტონაციას)

სასწავლო პროცედურები

·          პროექტის დასაწყისში, პირველ შეხვედრაზე, ბავშვები ისაუბრებენ   რა როლს ასრულებს ლიტერატურა ადამიანის ცხოვრებაში და რამდენად აისახება ეპოქა ლიტერატურულ ნაწარმოებში.  მოსწავლეებწინარე ცოდნის შესაფასებლად გამოვიყენე გონებრივ იერიშს, K-W-L ცხრილს. აღნიშნული მეთოდების  საშუალებით გამოვკვეთ, რა იციან ბავშვებმა ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. პირველივე შეხვედრაზე ბავშვები გადანაწილდებიან ჯგუფებში, სურვილის მიხედვით და აირჩევენ საკითხებს. ინფორმაციის მოსაძიებლად ჯგუფებს მიეცემათ 1 კვირა. მასალის შეგროვების დროს გამოიყენებენ კითხვის სტრატეგიებს, მარკირების სხვადასხვა ხერხს,( ქართ. X. 10.)   შეაგროვებენ  ციტატებს, მკვლევართა მოსაზრებებს მწერალთა შემოქმედების შესახებ  (ქართ. X. 16.)  
·          მეორე შეხვედრაზე ჯგუფები  წარმოადგენენ  მოძიებულ მასალას. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ კვლავ  ჯგუფებში  გადანაწილდებიან ისევ ინტერესთა მიხედვით. დაწერენ    სცენარს  მოძიებული ინფორმაციის მიხედვით (ქართ. X. 11).  სარეზენტაციო პროგრამის საშუალებით გააკეთებენ სლაიდს  (ქართ. X. 5.) შექმნიან  დეკორაციას, იმუშავებენ ლიტერატურული კომპოზიციის მუსიკალურ გაფორმებაზე. ამ სამუშაოს შესასრულებლად მიეცემათ 1 კვირა.
·         მესამე შეხვედრაზე სცენარისტები წარმოადგენენ მასალას და დაურიგენენ  თანაკლასელებს. ბავშვები თვითონვე გადაწყვეტენ  ლექსს უკეთ გამოთქვამენ თუ სიტყვას. განიხილავენ ჯგუფების  მიერ მომზადებული დეკორაციის ელემენტებს, სლაიდს, მუსიკას, შეუსაბამებენ სცენარს.  ტექსტის შესასწავლად და დეტალების დასახვეწად მიეცემათ   1 კვირა.
·          მეოთხე შეხვედრა და ბოლო ერთი კვირა დაეთმობა ლიტერატურულ კომპოზიციაზე მუშაობას.    ამ ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ყოველდღე შეიკრიბებიან. გამოიყენებენ ზეპირი კომუნიკაციის მათთვის ნაცნობ სტრატეგიებს (ქართ. X. 5.), დაამუშავებენ მიმიკას, ჟესტიკულაციას, ხმის ტემბრს, რათა კარგად წარსდგნენ  დამსწრე საზოგადიების წინაშე.  დაამზადებენ მოსაწვევ ბარათებს,  ღონისძიება ჩატარდება მე-4 კვირის ბოლო დღეს.  პროექტის მსვლელობის დროს გამოვიყენებ  შეფასების სხვადასხვა მეთოდს: დღიური, ჯგუფებზე დაკვირვება. პროექტის დასასრულს კი - მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა უკუკავშირისთვის  (დანართი 3), მოსწავლეები შეფასდებიან   ზეპირი პრეზენტაციის განმსაზღვრელი  შეფასების  რუბრიკით; (დანართი 1) ჯგუფების მუშაობის განმავითარებელი   შეფასების  რუბრიკით (დანართი2).

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
კლასში არ არის არაქართულენოვანი  მოსწავლე
ნიჭიერი მოსწავლეები
მივცემ თავისუფალ დავალებებს;
აქცენტს გავაკეთებ შემოქმედებით ასპექტებზე;
უზრუნველვყოფ, მივცე შედარებით რთული დავალების შესრულების შესაძლებლობა;
გაეცნობიან დამატებით საკითხავ მასალას საპროექტო თემასთან დაკავშირებით.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
 ნიკა აგიაშვილი ,,ჭაბუკები დარჩნენ მარად“ თბ. : საბჭ. საქართველო, 1980. 
ლადო ასათიანი - პოეზია, ჩანაწერები, წერილები : [კრებული] / ლადო ასათიანი ; მთ. რედაქტორი მაია ალუდაური ; დიზაინერი თეკლა გიაშვილი.
ლადო ასათიანი - ლექსები, პირადი წერილები] / რედაქტორი ანასტასია ინასარიძე ; დიზაინერი დათო მოსიაშვილი.
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი... : ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ალექსანდრე საჯაია, გიორგი ნაფეტვარიძე : [ლექსები / შემდგ.-რედ. რუსუდან დარჩიაშვილი].[თბ.] : პალიტრა L, 2007 (შპს "ფავორიტი")
მირზა გელოვანი 100 ლექსი, გელოვანი, ., 1917-1944 (მირზა)
თბ. : ინტელექტი, [2006] 
მირზა გელოვანი, ფრონტული ლექსები, გელოვანი, ., 1917-1944 (მირზა)
თბ. : ნაკადული, 1975. 



ინვენტარი/მასალები
კომპიუტერი, ფოტო/ვიდეო კამერა, მეხსიერების ბარათი, პროექტორი, ფლიფჩარტი, ფერადი ფურცლები, მარკერები, პოეტთა ცხოვრების ამსახველი სურათები, სცენის დეკორაციისთვის საჭირო ნივთები (წერილები ფრონტიდან, წიგნები, საოჯახო ნივთები)
ინტერნეტრესურსები
 
ka.wikipedia.org/wiki/ლადო_ასათიანი
ka.wikipedia.org/wiki/მირზა_გელოვანი

სხვა რესურსები
ბავშვების მიერ დამზადებული ნივთები, დეკორაცია,  მოსაწვევი ბარათები.  პროექტის დასკვნით ნაწილს, ლიტერატურულ კომპოზიციას დაესწრებიან : დირექცია, პედაგოგები, თანატოლები სხვა კლასებიან, მშობლები
დანართი 1


                        ზეპირი პრეზენტაციის  განმსაზღვრელი  შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
ნაწილობრივ
სრულად

მოსწავლე ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს,  შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად
1 ქ
2 ქ
მოსწავლე კარგად იყენებს მხედველობით კონტაქტს
1 ქ
2
მოსწავლე ახერხებს საუბრის დროს ხმის რეგულირებას, აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას
1 ქ
2 ქ
მოსწავლე ახერხებს გამართულად მეტყველებას
1 ქ
2 ქ
მოსწავლე კარგად იყენებს ჟესტიკულაციას
1 ქ
2 ქ


დანართი 2

ჯგუფური  მუშაობის განმავითარებელი   შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
დამწყები
განვითარებადი
კვალიფიციური
ექსპერტი
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი უმეტესწილად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი სრულყოფილად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ გადანაწილებულა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო უმეტესწილად  იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციებიც ნაწილობრივ  გადანაწილდა
სამუშაო სრულყოფილად იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები გონივრულად გადანაწილდა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ჯგუფის წევრებს არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
ჯგუფის წევრებს ნაწილობრივ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
ჯგუფის წევრებს უმეტესწილად  გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
ჯგუფის წევრებს სრულყოფილად  გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
უმეტესწილად იცავენ დროის ლიმიტს
სრულყოფილად იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
ჯგუფის აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრებს შორის უმეტესქილად პოზიტიური ურთიერთობები შეიმჩნეოდა
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული, შეიმჩნეოდა პოზიტიური და თანამშრომლობითი გარემო


დანართი 3
მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
დიახ
არა
ხალისით ვმუშაობდი პროექტის აქტივობებზე



ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან



გულახდილი ვიყავი დასმულ შეკითხვებზე პასუხისას


სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ მსგავს პროექტებზე





No comments:

Post a Comment