შეფასების რუბრიკები


                             

                          განმავითარებელი ანალიტიკური შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
დამწყები
განვითარებადი
კვალიფიციური

ექსპერტი

კითხვის სტრატეგიების გამოყენებით  უცნობი  ტექსტის შინაარსის გააზრება, მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება
მოსწავლეს უჭირს კითხვის სტრატეგიების გამოყენება, ტექსტის გააზრება.


მოსწავლე იშვიათად იყენებს კითხვის სტრატეგიებს, მეტ-ნაკლებად იაზრებს ტექსტს, მაგრამ ვერ აანალიზებს მნიშვნელოვან ასპექტებს.
მოსწავლე უმეტესწილად  იყენებს  კითხვის სტრატეგიებს, იაზრებს ტექსტს, უჭირს მნიშვნელოვენი ასპექტების გაანალიზება.


მოსწავლე სრულყოფილად იყენებს კითხვის სტრატეგიებს, იაზრებს ტექსტს და აანალიზებს მნიშვნელოვან ასპექტებს.

დეტალებზე დაკვირვებით   მიზეზ-შედეგობრივი  კავშირების ახსნა
მოსწავლეს უჭირს დეტალებზე დაკვირვება, შესაბამისად, ვერ ხსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.  
მოსწავლე იშვიათად ახერხებს დეტალებზე დაკვირვებას, უჭირს მიზეზ- შედეგობრივი კავშირების ახსნა.
მოსწავლე უმეტესწილად ახერხებს დეტალებზე დაკვირვებას და მიზეზ- შედეგობრივი კავშირების ახსნას.
მოსწავლე სრულყოფილად  ახერხებს დეტალებზე  დაკვირვებას და მიზეზ- შედეგობრივი კავშირების ახსნას.
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
მოსწავლე ვერ გადმოსცემს საკუთარ აზრს დასაბუთებულად.
მოსწავლე იშვიათად გადმოსცემს საკუთარ აზრს დასაბუთებულად.

მოსწავლე   უმეტესწილად გადმოსცემს საკუთარ აზრს დასაბუთებულად.
მოსწავლე სრულყოფილად გადმოსცემს  დასაბუთებულად საკუთარ აზრს.


                                   

                                  მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი 

   
                    (მოცემულ კითხვარს მოსწავლეები ავსებენ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს თითოეული აქტივობის შესაბამისად)      
შევძელი თუ ვერა?
ვერ შევძელი
ნაწილობრივ შევძელი
შევძელი
მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა



გავიგე თუ არა ახალი ტექსტი



ჯგუფურ მუშაობაში საკუთარი აზრის გამოხატვა



მოსმენილი და წაკითხული მასალის ურთიერთკავშირი?



კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა ჩემთვის გაკვეთილზე





                          


                           განმსაზღვრელი ჰოლისტური შეფასების რუბრიკა


                      კრიტერიუმი
                        ქულა
მოსწავლე იაზრებს კითხვას,  მიცემულ დავალებას
2 ქ
მოსწავლე ავლენს ტექსტის სიღრმისეულ  ცოდნას
2 ქ
მოსწავლე  აანალიზებს  ფაქტებსა და   მოვლენებს
2 ქ
მოსწავლე  ფაქტებსა და   მოვლენებს აკავშირებს   ლიტერატურულ  ტექსტთან
2 ქ
მოსწავლე   განიხილავს საკითხს  და გამოაქვს  შესაბამისი  დასკვნები
2 ქ

1 comment:

  1. ქალბატონო თეა, გავეცანი თქვენ მიერ შექმნილ შეფასების სქემებს. ძალიან მომეწონა, მოვარგებ ჩემს საგანს და გამოვიყენებ ჩემს სასწავლო პრაქტიკაში. დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის.

    ReplyDelete